გალაკტიონ ტაბიძე — ლურჯა ცხენები / Галактион Табидзе «Синие кони»
Стихотворение Галактиона Табидзе «Синие кони» на грузинском языке и в четырёх переводах на русский язык. ლურჯა ცხენები როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი, ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში! არ სჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი, ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე. მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში, სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა! ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში, წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია. შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან! სიზმარიან ჩვენებით — ჩემი ლურჯა ცხენებით ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან! იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება: ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში; გაქრა ვნება-წამება — როგორც ღამის ზმანება, ვით სულის ხმოვანება … Читать далее →