მთაწმინდის მთვარე / The Moon Over Mtatcminda
Стихотворение Галактиона Табидзе (1891-1959) «Луна Мтацминды» на грузинском и английском языках. Перевод с грузинского Зазы Заалишвили. მთაწმინდის მთვარე ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს… ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს! მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით, და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე… ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე! აქ ჩემს ახლო აკაკის ლანდს სძინავს მეფურ ძილით, აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით, ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული… ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული… და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად, … Читать далее →